|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნებიდან" გაშვებულმა პირებმა ზესტაფონის მერიაში ხმაური მოაწყვეს

ხმაური იყო ზესტაფონის მერიაში, სადაც “ქართული ოცნების” ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციიდან გათავისუფლებული პირები მივიდნენ. ისინი ორგანიზაციიდან გათავისუფლების ფაქტს აპროტესტებდნენ და ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვდნენ.
მათი თქმით, ზესტაფონის მერი და ვიცე-მერი თაღლითობისათვის არიან ნასამართლევი. მერიაში მისული რამდენიმე პირი აღნიშნული დოკუმენტების გასაჯაროვებას ითხოვდა.
 
აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ქალაქის მერი გამოვიდა. გიორგი გოგლიჩიძის თქმით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის გაბრაზება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ მან ორგანიზატორის ოჯახის კომპანიას სასათბურე პირობები არ შეუქმნა. კერძოდ, როგორც  ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რამდენიმეკაციანი აქციის ორგანიზატორი ლევან ჭანტურია ზესტაფონის მერისგან და მისი მოადგილისგან ინფრასტრუქტურულ ტენდერში მისი ოჯახის კომპანიის გამარჯვებას ითხოვდა.
 
 
“ქართული ოცნები”-დან წევრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტება “ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში განაცხადეს და განმარტეს, რომ გათავისუფლებული წევრები ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობდნენ.
 
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი