"ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 პირი დააკავეს
აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 პირია დაკავებული.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.
აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.
ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.
კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
დაკავებულებს შორისაა საზპგადოებრივი მაუწყებლის წამყვანი და ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე, ასევე დააკავეს "სირცხვილიას" ოპერატორი.
ავტორი: ნიუპრესი