,,ერისიონი“ ,,ქართულ საგანძურს“ ქუთაისში 18 მაისს წარმოადგენს
ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი“ ქუთაისში კონცერტს გამართავს. ,,ქართული საგანძური“ - ასე ჰქვია გრანდიოზულ პროგრამას, რომლითაც ,,ერისიონი’’ მაყურებლის წინაშე წარდგება.
ანსამბლი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს გამართავს. პირველი კონცერტი უკვე გაიმართა გურიაში, ჩოხატაურში.
ქუთაისში კი კონცერტი 18 მაისს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ამ დღეს ანსამბლის ერთ-ერთი ხელმძღვანელის ჯემალ ჭკუასელის დაბადების დღეა.
კონცერტი მესხიშვილის თეატრში 19 საათზე დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 80%
არა - 20%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა