|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ქართველებზე არ იყიდება“ - დიკრიმინაციული ფაქტების შესახებ ომბუდსმენის აპარატში 30-მდე შეტყობინება შევიდა

„ქართველებზე არ იყიდება“  - დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი ფაქტის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა  30-მდე შეტყობინება მიიღო. 

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება. 

 სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ საქართველოში ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაცია დაუშვებელია.    

 

სახალხო დამცველის აპარატი უძრავი ქონების აგენტებსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც.

 

ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მომართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში“, - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატი.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა