ქართველი მორაგბე მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
Rugby pass-მა საფრანგეთში დასრულებული 20-წლამდე მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, სადაც ქართველი მორაგბეც მოხვდა.
საქართველოს რაგბის ფედერაციის ინფორმაციით, გამოცემამ ექვის ნომრის პოზიციაზე თორნიკე ჯალაღონია აირჩია, რომელმაც ამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საოცარად ითამაშა.
ქართველმა მორაგბემ მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-ჯერ შებოჭა მეტოქე, რაც მესამე შედეგი იყო - ჯალაღონია რვა ბოჭვით ჩამორჩა კაილინ დორისს. გარდა ბოჭვებისა, ჯალაღონიამ ერთი ლელოს დადებაც მოახერხა.
Rugby pass თორნიკე ჯალაღონიაზე: ჯალაღონიას ტურნირის განმავლობაში ექვს ან რვა ნომრად უწევდა თამაში. ორივე პოზიციაზე ის შეუდარებელი იყო. ის იყო ნაკრების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეტევაშიც კარგად ერთვებოდა და დაცვაში ბრწყინვალედ თამაშობდა. მას ახლო მომავალში ბორჯღალოსნების დიდ შემადგენლობაში ვიხილავთ.
ავტორი: ნიუპრესი