|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველი მოსწავლე FLEX-ის თვის მონაწილედ დასახელდა

ქართველი მოსწავლე მარიამ ქურდაძე FLEX-ის თვის მონაწილედ დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს. 

"ქართველი სკოლის მოსწავლე, რომელიც ამერიკაში ჩვენი გაცვლითი პროგრამით იმყოფება, მთელი მსოფლიოდან ასობით ახალგაზრდას შორის, FLEX პროგრამის თვის მონაწილედ დასახელდა. მარიამ ქურდაძე შეარჩიეს მაღალი აკადემიური მოსწრების, მოხალისეობისა და საკუთარი ქვეყნის კულტურის განსაკუთრებული ენთუზიაზმით გაზიარების გამო. შეერთებულ შტატებში საქართველოს კულტურის პოპულარიზაცია ჩვენი გაცვლითი პროგრამების მნიშვნელოვანი ნაწილია. ამ როლში ქართველი მონაწილეები ყოველთვის ბრწყინავენ და ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში ათასობით ამერიკელს პირადად გააცნეს და შეაყვარეს საქართველო", წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა