|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართველმა მორაგბეებმა რუსეთის ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 24:7 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" რუსებს საკუთარ სტადიონზე, სოჭში სძლიეს. საქართველოს ნაკრებიდან ლელოები თამაზ მჭედლიძემ, ანტონ ფეიქრიშვილმა და გიორგი ნემსაძემ დადეს, ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა კი ზუსტად მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.

საქართველოს ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ ევროპის ერთა თასის გათამაშებაში პირველ ადგილზე დარჩა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა