|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას კლინიკის წინააღმდეგ ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

ერთი თვის წინ გარდაცვლილი ჟურნალისტის ქეთი ბერძენიშვილის დედა ბოკერიას საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.

მაგული ჩხობაძე და მისი უფლებადამცველები მოითხოვენ, ჯანდაცვის რეგულირების სააგენტომ ქეთი ბერძენიშვილის გარდაცვალების მიზეზი შეისწავლოს – რამდენად უზრუნველყო კლინიკამ ოპერაციის სწორად ჩატარება და პოსტოპერაციული პროცესი, ასევე, რამდენად სწორად მიეწოდა თურქულ კლინიკას პაციენტის დიაგნოზი.

მაგული ჩხობაძის ვარაუდით, მისი შვილი არასწორად ჩატარებული ოპერაციისა და ჰოსპიტალური ინფექციისა და არასწორი პოსტოპერაციული მკურნალობის გამო დაიღუპა.

ავტორი: ნიუპრესი