ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურიის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის მონაცემებით, ქორწინების ოქროს ბეჭედი 41.3 %-ით გაძვირდა.
მათივე ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება ერთი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაძვირებულ პროდუქტებს და მომსახურებებს, ფასების ყველაზე დიდი, 45 %-იანი მატებ წიწიბურაზე დაფიქსირდა. შემდეგია ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი, რომლის ფასიც 2020 წლის ნოემბერში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 41.3 %-ით გაიზარდა, 36%-ით გაძვირდა მზესუმზირის ზეთი, 26%-ით - ხმელი ლობიო.
ამასთან, 33%-ითაა გაძვირებული სტომატოლოგის მომსახურება კერძოდ კი კბილის ამოღება, ხოლო კბილის დაბჟენა 17%-ით გაძვირდა. ერთი წლის განმავლობაში 27%-ით გაძვირდა ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები.
ავტორი: ნიუპრესი