|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქრისტეშობა დღესასწაულია ყველასთვის, ვისაც სამყაროს ბოროტებისგან გათავისუფლება უნდა"

იესოს ისტორია  ახალგაზრდა იდეალისტის ისტორიაა, რომელსაც სურდა საზოგადოების უკეთესობისკენ შეცვლა.. სწორედ ასეთებს მიჰყავს საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ სინათლისაკენ - ასე ეხმიანება შობის ბრწყინვალე დღესასწაულას ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი "ევროპული საქართველოდან" კოტე რატიანი. 
 
მისი თქმით, ქრისტეშობა დღესასწაულია ყველასთვის, ვისაც სამყაროს ბოროტებისგან გათავისუფლება უნდა. 
 
"ბიბლიაში არის ასეთი ეპიზოდი, როდესაც იესო ორი თევზით და პურით რამდენიმე ათას მშიერ ადამიანს ანაყრებს.  დანაყრებულმა ხალხმა გადაწყვიტა იესო თავის მეფედ გამოეცხადებიათ - ვინც ანაყრებს, მას ძალაუფლება!
იესო რომ დათანხმებულიყო და გამხდარიყო მათი "მკვებავი მეფე",  ისინი უპრობლემოდ მიიღებდნენ მის ცნებას,  მაგრამ მას არ სჭირდებოდა მასობრივი იმიტაცია - საჭმლის სანაცვლოდ.
იესოსნაირი ადამიანები არიან ყველა დროში და ყველა საზოგადოებაში. მათი ქადაგება, მათი ძალისხმევა - როგორც წესი, უმეტესს შემთხვევაში იმ წუთისთვის წარუმატებელია, მაგრამ რეალურად, სწორედ მათ მიყავთ საზოგადოება ნაბიჯ-ნაბიჯ სინათლისკენ. ამ გაგებით ქრისტეშობა - დღესასწაულია ყველასთვის, ვისაც სურს სამყაროს ბოროტებისგან გათავისუფლება - არა ბოროტების დახმარებით, არამედ ბოროტების საშინელებების ინდივიდუალური გაცნობიერებით. აი,  ასეთებს გილოცავთ დღევანდელ დღეს!", - წერს კოტე რატიანი სოციალურ ქსელში. 

ავტორი: ნიუპრესი