"სიყვარულმა შიში არ იცის და ჩვენ ვძლიოთ შიშს სიყვარულით" - მეუფე იოანე
ქუთაის-გაენათის ეპარქიის მეუფე იოანე გამრეკელმა დიდი ხუთშაბათის სადღესასწაული წირვა-ლოცვა ბაგრატის ტაძარში აღავლინა. ტაძარში დღეს ტრადიციულად ფეხბანვის რიტუალი ჩატარდა.
მეუფემ ქადაგებაზე რწმენის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი თქმით, მთელს მსოფლიოშია განსაცდელი და უფლის გზით უნდა ვიაროთ.
,,ჩვენი სოფელს არ ესმის, ჩვენ სოფლისა გვესმის. მთელს მსოფლიოშია განსაცდელი. ვიაროთ უფლის გზით, ამაშია ხსნა. ამა სოფელში რომ არის სიკვდილი, ამას ვერ გავექცევით. განსაცდელის კი არ უნდა გვეშინოდეს, გზა ძლევისა განსაცდელისაგან ვიპოვოთ. სიყვარულმა შიში არ იცის და ჩვენ ვძლიოთ შიშს სიყვარულით"-განაცხადა მეუფემ.
რა ფორმით და რომელ ტაძრებში ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია, მეუფეს ამის შესახებ არ უსაუბრია და არც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ტაძარში მრევლის სიმრავლის მიუხედავად დისტანცია დაცული იყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა