|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რას ფიქრობენ ქუთაისელები ფარულ პატრულირებაზე? (ვიდეო)

საქართველოში ფარული პატრულირების შემოღება იგეგმება, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის განცხადებით, პოლიციის მანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე ივლიან.

ამ ინფორმაციას საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.  "ნიუპრესი" დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქუთაისელები შსს–ს  ინიციატივაზე. გამოკითხულთა უმეტესობა თვლის, რომ ფარული პატრულირება დაუშვებელია. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ფარული პატრულირება მძღოლებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას უწყობს ხელს. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი ნესტან ჩაგელიშვილი