|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ახალგაზრდები "ცოდნის კაფეს" დასახმარებლად ერთიანდებიან

26 მაისს, ვერიკოს სკვერში, 14:00 საათიდან ქუთაისელი ახალგაზრდები გაერთიანდებიან სლოგანით "დადე ერთი აგური ცოდნის კაფეს ასაშენებლად!"

მათი მიზანია, დაეხმარონ დაბა წნორში არსებულ "ცოდნის კაფეს". ისინი გაყიდიან შეგროვებულ წიგნებსა და სუვენირების და შემოსული თანხა გადაირიცხება "ცოდნის კაფეს" ფონდში.


"ცოდნის კაფეს" წნორში ფუნქციონირება წელიწადნახევრის წინ დაიწყო, წნორელი ენთუზიასტი ახალგაზრდების მონდომებითა და როგორც თვითონ ამბობენ, "მზე ხალხის მხარდაჭერით".


"ცოდნის კაფე" მოიცავდა დეფიციტურ სივრცეებს მუნიციპალიტეტში - წიგნის მაღაზიას ყველაზე დაბალ ფასად, არაფორმალური განათლების/კულტურის ცენტრს, მულტიმედია ბიბლოთეკასა და მყუდრო კაფეს.


კაფეს არსებობისათვის ახალგაზრდებს საკმაოდ დიდი ქირის გადახდა უწევთ და რეალურად ცოდნის კაფეს შემოსავალი, რომელიც უნდა ხმარდებოდეს ახალგაზრდებში მეტი ცოდნისა და უნარის ჩადებასა და განვითარებას, გამოყენებულია იჯარის თანხად.
ახალი შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის ფართის შეძენა "ცოდნის კაფის" მაშენებლებმა მთელი საქართველოდან უკვე შეძლეს, ახლა საჭიროა შეგროვდეს თანხა შენობის ასაშენებლად.



ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა