ქუთაისელი ექიმი ირაკლი მერკვილაძე დააპატიმრეს
2013 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვა (ნიკოლეიშვილის) საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.
სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და დღეს დასრულდა.
გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
"5 წლიანი ლოდინის მერე სამართალმა მაინც იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა", - განაცხადა მატინოვამ.
ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.
"ნიუპრესი" აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა