ქუთაისელმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, საქართველოს ნაკრებში ითამაშოს
ქუთაისელმა ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ვაჩიბერაძე უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთი მოწინავე ფეხბურთელი იყო. ქუთაისელმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრებში თამაშის ნებართვის ფიფას ოფიციალურად მიამრთა და დადებითი პასუხიც მიიღო. ბექას საქართველოს პასპორტი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა გადასცა.
1996 წელს, ქუთაისში დაბადებული ფეხბურთელი აქამდე უკრაინის ასაკობრივი ნაკრებების ღირსებას იცავდა და ამ ქვეყნის გუნდებთან ერთად თამაშობდა ევროპის 17 და 19-წლამდელთა ჩემპიონატების ფინალურ სტადიებზე. ამას გარდა, ბექა იყო დონეცკის "შახტარის" იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც უეფას ახალგაზრდული ლიგის ფინალში ითამაშა.
"ტორპედოს" ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ვაჩიბერაძის შვილი, ბექა ვაჩიბერაძე ამჯამად თავისუფალი აგენტია და შესაძლოა, საქართველოს ნაკრებშიც მალე ვიხილოთ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე