ქუთაისელი გივი მარგველაშვილი ევროპის ექვსგზის ჩემპიონია
ქუთაისელი გივი მარგველაშვილი ძალისმიერ სამჭიდში ევროპის ექვსგზის ჩემპიონი გახდა. 17-18 ნოემბერს თბილისში გამართულ კონტინენტის პირველობაზე, რომელშიც 13 ქვეყნის 600-მდე წარმომადგენელი ასპარეზობდა, მარგველაშვილმა 67,5 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ქუთაისელმა სპორტსმენმა ჩაჯდომში 170 , წოლჭიმში 125 , ამოწევაში 207,5 კილოგრამი დასძლია და მეორე ადგილზე გასულ რუს სპორტსმენს 37,5 კილოგრამით აჯობა.
მარგველაშვილთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე კიდევ ორმა ქუთაისელმა სპორტსმენბმა იასპარეზა. 100 კგ.წონით კატეგორიაში მე-2 ადგილზე გავიდა ჯიმშერ ჭელიძე. ასევე, ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ავთანდილ ახვლედიანიც, რომელიც 110 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
21 ნოემბერს ევროპის ექვსგზისა და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი გივი მარგველაშვილი უკრაინაში მიემგზავრება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
ავტორი: ნიუპრესი