|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი იუზა ხურცილავა პოლიციის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

პოლიციის მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს ქუთაისში მცხოვრები იუზა ხურცილავა. მისი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ სარფის საბაჟოზე პოლიციამ მისი ავტომობილის ჩხრეკა ჩაატარა, ავტომობილი დაშალა, თუმცა აღარ ააწყო.
“სარფში შემოვიყვანე მანქანა, სადაც საპატრულო პოლიციამ წარმომიდგინა საბუთები და მითხრა, რომ იყო ეჭვი ჩემ მანქანაში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ. ზეწოლა არ ყოფილა. ერთადერთი რასაც ვითხოვ, ზარალის ანაზღაურებაა, ანუ დაშლილი მანქანის აწყობაა. საახალწლოდ გაყიდვას ვაპირებდი და ასეთ მდგომარეობაში მას არავინ იყიდის“, - აღნიშნა ხურცილავამ.
ხურცილავამ ჟურნალისტებს ინფორმაცია ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩის" იმერეთის ოფისში გააცნო.
ცამციშვილის თქმით, მსგავსი ფაქტები აღარ უნდა ხდებოდეს.
„მიუხედავად იმისა, რომ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, მსგავსი ფაქტები ამ დროში არ უნდა ხდებოდეს, იმედი გვაქვს შსს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს“, -განაცხადა ცამციშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით შსს კომენტარს მოკლე ხანში გააკეთებს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე