|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია წლის სპორტსმენად დასახელდა

კონსტანტინე ჯანაშია არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენია.

ქუთაისელი გოლიათი, უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციის წარმომადგენელი კონსტანტინე ჯანაშია არაოლიმპიურ სახეობებში საქართველოს 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.
არაოლიმპიურ სახეობებში 2018 წლის გამარჯვებული და 10 საუკეთესო სპორტსმენი გუშინ სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ გამოვლინდნენ. ღონისძიება წელს მესამედ, რადიო JAKO FM-ის ორგანიზებით გაიმართა.

არაოლიმპიურ სახეობებში საუკეთესო ფედერაციები სპორტულმა ჟურნალისტებმა გამოავლინეს, საუკეთესო სპორტსმენები კი შესაბამისმა ფედერაციებმა დაასახელეს.
2018 წლის საუკეთესო ,,არაოლიმპიელ“ სპორტსმენად დასახელებულ კოტე ჯანაშიას პრიზი ტიტულოვანმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ გადასცა.
ათეულში მეორე ადგილი სუმოისტმა ლევან გორგოძემ ( ტოჩინოშინმა) დაიკავა. მესამე ადგილზე კი მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი გავიდა.
გასული წლის არაოლიმპიური სპორტის სახეობებში საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოებას სპორტული ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები, ასევე სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი