ქუთაისელი ლუკა გოგატიძე მუსიკალური კონკურსის გამარჯვებულია
ლუკა გოგიტაძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლეა. ახალგაზრდა ხელოვანი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, თუმცა ნიჭიერი მხატვარი და მუსიკოსი უკვე მრავალი სხვადასხვა კონკურსის გამარჯვებულია. ახლახანს იგი კონკურს „ახალგაზრდა ხელოვანი“ -შიც მონაწილეობდა და ჟიურის რჩეულიც გახდა.
ლუკა პატარა ასაკიდან ხატავს და მისი ნამუშევრები სხვადასხვა გამოფენებშიც მონაწილეობდა. ახალგაზრდა მხატვრის უნიკალური სტილი განსაკუთრებულ შეფასებას იმსახურებს კრიტიკოსებისა და მხატვრებისგან.
ლუკას უნიკალურობა და ნიჭირება მხოლოდ მხატვრობით არ შემოიფარგლება. იგი წარმატებული მოსწავლე, პაინისტი და ნიჭიერი კომპოზიტორიცაა. მუსიკის წერა რამოდენიმე წლის წინ დაიწყო და დღეს ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლე, ასევე არაერთი კონკურსის გამარჯვებულია. ამბობს, რომ მუსიკამ კიდევ უფრო მთავარ როლს ასრულებს მის ცხოვრებაში. დღეს ლუკა სხვადასხვა ნაწარმოების ავტორ-შემსრულებელია. წარმატებული პიანისტი კომპოზიტორების კონკურსის ყველაზე პატარა მონაწილეცაა. ახლახანს გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე მის მიერ შექმნილმა პიაცოლამ მსმენელის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და კონკურსის ლაურიანტი ვალერიან შიუკაშვილის რჩეულიც გახდა.
„ორი წელია რაც გადავწვყვიტე მუსიკას უფრო სერიოზულად მიუვუდგე. ფაქტიურად თვითნასწავლი ვარ და მუსიკას ჩემით ვქმნი და ვუკრავ. ჩემთვის აქ უფრო დიდი სიამოვნებაა და ალბათ მუსიკის გზას გავყვები“. - ამბობს ლუკა გოგიტაძე.
ნიკო ნიკოლაძის სკოლის მოსწავლეს უკვე რამოდენიმე საუნტერესო ნაწარმოები აქვს შექმნილი. სკოლის ჩართულობით იგი „სამოქალაქო ინიციატივების კლუბის“ პროექტის გამარჯვებულიც გახდა. ახალგაზრდა ხელოვანი ამჟამად ახალი პროექტებისთვის ემზადება და კინომუსიკისთვის ახალ ნაწარმოებებს ქმნის.
ლუკა გოგიტაძე ქუთაისის მერის პორტრეტის შემქმენილი ლევან გოგიტაძის შვილია.
ავტორი: ნიუპრესი