|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მიხეილ ნარიაშვილი წლის საუკეთესო მორაგბის წოდებისთვის იბრძვის

ქუთაისელი მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი, შესაძლოა, წლის საუკეთესო მორაგბედ დასახელდეს.

წლის საუკეთესო მორაგბის გამოსავლენად კონკურსი სოციალურ ქსელში მიმდინარეობს. ნარიაშვილი ხუთეულში მოხვდა და გამარჯვების შემთხვევაში, წლის საუკეთესო მორაგბის სტატუსს მოიპოვებს.

კონკურსის წესების მიხედვით, სოციალური ქსელის მომხმარებელმა, 24 საათში ერთხელ კანდიდატის გვარი „#“-თან ერთად უნდა დაწეროს.

ნარიაშვილი ამჟამად საქართველოს რაგბის ნაკრებისა და ფრანგული „მონპელიეს“ მორაგბეა.  ნაკრებამდე კი იგი ქუთაისის რაგბის კლუბ „აიას“ მოთამაშე იყო.

ავტორი: ხატია ბანძელაძე