ქუთაისელმა მოკრივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუმინეთის ქალაქ ტირგუ ჟიუში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი კრივში 22 წლამდელთა შორის, სადაც წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.
ქართველმა მოკრივეებმა 1 ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქუთაისელი მოკრივე გიორგი ხარაბაძე.
გიორგი ხარაბაძეს დღეს ა(ა)იპ სორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა კობა ფხაკაძემ მიულოცა, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა და წარმატებები უსურვა მომავალ ასპარეზობებზე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 22 წლამდე მოკრივეთა ნაკრები: 1ოქრო - ლაშა გურული (64კგ) 2 ვერცხლი : - გიორგი ხარაბაძე (75კგ), სახილ ალახვერდოვი (49კგ) და 1 ბრინჯაო - ოთარ ნავერიანი (60კგ)
ავტორი: ნიუპრესი