|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი მსახიობის, ლელა ლომთაძის ბინა გაძარცვეს

ქუთაისელი მსახიობი ლელა ლომთაძე საკუთარი ბინის ძაცვის დამადასტურებელ ფოტოებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. მსახიობმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ ბინაში გუშინ მივიდა, სადაც ასეთი სურათი დაუხვდა. მისი თქმით, დახმარებისათვის პოლიციისათვის არ მიუმართავს.

"მეორე სართულზე ვცხოვრობ. როგორც ჩანს, მძარცველები ფანჯრიდან შემოვიდნენ და უკანაც იმ გზით გავიდნენ. წაღებულია ჩემი სამკაულები, ძვირფასი ნივთები. შოკში ვიყავი და პოლიციისათვის არ მიმიმართავს. ძალიან ცუდია, რომ ასეთი ფაქტები გახშირდა. ჩემი მეგობრის, მხატვარი ქრისტინა რობაქიძის  ბინაშიც შევიდნენ, მეორეს კი ბინიდან ვიოლინო მოპარეს. საბედნიეროდ, ჩემი ვიოლინო არ წაუღიათ,"-განაცხადა ლელა ლომთაძემ.

შემთხვევა ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე,  "ახალგაზრდული ცენტრის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

 

 

 

    

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა