ქუთაისელი სტუდენტები გაფიცვას შეუერთდნენ
ქუთაისში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა დღეს აუდიტორიებში შესვლაზე უარი თქვეს და საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ.
სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მიღებასაპროტესტებენ. მათი თქმით, არ შევლენ აუდიტორიაში, ვიდრე არ მოხდება აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა.
ისინი მოუწოდებენ, ახალგაზრდებს შეურთდნენ მათ და ერთად გააგრძელონ ბრძოლა.
ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, მათ ადმინისტრაციის ნაწილი შეუერთდეს. სტუდენტები მსვლელობით მერიის შენობასთან გადასვლას აპირებენ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?
კი - 75%
არა - 25%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა