|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ხელოვანი საკუთარი ნაწარმოების გმირებს ანიმაციაში გააცოცხლებს

ქუთაისელი მწერალი საკუთარი ნაწარმოების გმირების ანიმაციაში გაცოცხლებას აპირებს.  პაპუნა გიორგაძის შემოქმედებას  ამ დროისათვის  რამდენიმე ნაწარმოები წარმოადგენს. პაპუნა საკუთარი ნაწარმოების გმირების ანიმაციად ქცევაში  მონაწილეობას თავადვე მიიღებს.

„როცა ვწერდი, ან ვკითხულობდი, თვალწინ ანიმე კადრები მედგა. რამდენიმე კომპეტენტურ ადამიანს ნაწარმოები ვუჩვენე და უყოყმანოდ დამთანხმდნენ. ახლა ერთად ვმუშაობთ - მე ანიმაციისათვის სცენარს ვქმნი, რასაც ისინი აცოცხლებენ.  ვფიქრობთ, ფილმის დასრულებისათვის ერთი წელი მაინც დაგჭირდება.  ვსწავლობ, როგორ უნდა შევქმნა ანიმაციური გმირები და ერთი თვის შემდეგ მეც ჩავერთვები ანიმაციის შექმნაში“, -განაცხადა გიორგაძემ.

პაპუნა გიორგაძის ანიმაციას  „მე მინდა ბამბა“ მაყურებელი ქუთაისში, 2018 წელს იხილავს.

 

 

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა