|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უცხო ენების გამოცდაში უმაღლესი ქულა ოთხმა ქუთაისელმა აიღო

უცხო ენების გამოცდაში უმაღლესი ქულა ოთხმა ქუთაისელმა აიღო.  ერთ–ერთი ანა შალიკიანია. მან ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმუმი 80 ქულა დააგროვა. ანიმ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა დაასრულა. როგორც ანა შალიკიანმა edu.aris.ge–ს განუცხადა, ასეთი შედეგი მისთვის ემოციური იყო. 

“ვაბარებ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის ინგლისურენოვან ფაკულტეტზე. მაღალ ქულას ველოდებოდი, რადგან ამისთვის მთელი წელი თავდაუზოგავად ვმეცადინეობდი, თუმცა ჩემთვის მაინც ძალიან დიდი ემოცია იყო როცა გავიგე რომ მაქსიმალური ქულა ავიღე. ვფიქრობ, ნებისმიერისთვის ძალიან სასიხარულოა როცა იგებს, რომ შრომა დაუფასდა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა”, – განაცხადა ანა შალიკიანმა.

უმაღლესი ქულები  მიიღეს ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის “პროგრესი” კურსდამთავრებულებმა.  გუგა ქათამაძემ, გიორგი ბარაბაძემ და დათო ბარაბაძემ 80–80 ქულა აიღეს. 

ავტორი: ნიუპრესი