|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელმა ნინო ხუციბერიძემ მსოფლიო ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა

იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა  ბუენოს აირესის მსოფლიო ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე პირველი ლიცენზია მოიპოვა.
 "ქუთაისელმა ტყვიის მსროლელმა, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ნინო ხუციბერიძემ მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. ქართული ტყვიის სროლისთვის მორიგი ისტორიული მიღწევა უნგრულ დიორში მოხდა, სადაც დღეს ევროპის ჩემპიონატი დაიწყო პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში, რომლის პრელუდიაც ახალგაზრდული თამაშების ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირი იყო.

ამ შეჯიბრებაში ხუციბერიძე მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა რადგან სამეულში შესულთაგან რუს იანა ენინას უკვე ჰქონდა ლიცენზია, დარჩენილი ბოლო, მესამე საგზური ხუციბერიძეს ერგო"-ნათქვამია იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის.

ამავე ინფორმაციით, დიორში კიდევ ერთი ქუთაისელი ლიზი კილაძეც გამოდის, ვინც ასევე შევიდა ფინალში, თუმცა იქ მეორე წრეში გამოვარდა და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა.

 

ავტორი: ნიუპრესი