|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრესილში, ქუთაისი - ტყიბულის მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 9 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი