ქუთაისი- ბარსელონას რეისის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
ქუთაისი-ბარსელონას რეისზე არსებულ ბორტზე, ამ დროისთვის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დასტურდება. ინფორმაციას აეროპორტის გაერთიანების ხელმძღვანელი ადასტურებს.
ირაკლი ქარქაშაძის თქმით, თვითმფრინავში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, რაც შეეხება ბარსელონას მიმართულებით ფრენას, ის 19-ზე საათზე შესრულდება.
მგზავრები უკვე იმყოფებიან ასაფრენ დარბაზში. ჩაინიშნა ფრენები ყველა გადადებულ რეისზე და ისინი ეტაპობრივად განხორციელდება.
"ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა საჰაერო ხიმალდზე, ამ დროის მონაცემებით, არ დასტურდება. მგზავრების შემოწმება სრულად დავამთავრეთ და ისინი განთავსებული არიან გაფრენის დარბაზში, აღნიშნული რეისი შესრულდება დღეს 19 საათზე. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სრულად დაუბრუნდა ოპერირების ჩვეულ რიტმს და ჩვენ განვაგრძობთ საჰაერო ხომალდების მიღებას და არცერთ სხვა რეისს არ ქონია შეფერხება და დაგვიანება, რაც შეეხება ამ კონკრეტულ საჰაერო ხომალდს, როგორც ჩვენი კომპეტენცია აქ არ არის და შესაბამისი სამსახურები ასრულებრნ პროცედურებს და დარწმუნებული ვარ ისინი თავად გააკეთებენ განცხადებას, თუმცა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოცემული ნომენტისთვის მიღებული ინფორმაცია არანაირად არ დასტურდება "- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ავტორი: ნიუპრესი