|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი 2010" დღეს საქართველოს ჩემპიონობისათვის იბრძოლებს

კალათბურთში სუპერლიგის ფინალური სერიის მე-5 გადამწყვეტი მატჩი დღეს ქუთაისში  მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართება, სადაც საქართველოს ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. 

 ქუთაისის გუნდსა და თბილისის "დელტას" ფინალურ სერიაში 4 შეხვედრა გაიმართა და ანგარიში თანაბარია -2-2.  

 ქუთაისის გუნდის მწვრთნელის კოტე ტუღუშის თქმით, დღეს ქუთაისში გამარჯვებისათვის ითამაშებენ.

"განწყობა საბრძოლოა, ზედიზედ მეოთხედ გადის ქუთაისის გუნდი საქართველოს ჩემპიონატის სუპერფინალში,  პირველ ჯერზე გავიმარჯვეთ და გავხდით ჩემპიონები, მას შემდეგ 2 ფინალი გვაქვს წაგებული და ნამდვილად აღარ გვაქვს სურვილი, რომ კიდევ ერთხელ ფინალი წავაგოთ და დღეს გავაკეთებთ ყველაფერს,  რომ გავიმარჯვოთ და ისევ გავხდეთ საქართველოს ჩემპიონები", - განაცხადა გუნდის  მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა. 

 მისი თქმით, გუნდის სამი  წამყვანი მოთამაშე ა ტრამვირებულია, რის გამოც ისინი თამაშებს დიდი ხანია გამოთიშულები არიან.   დღევანდელ მატჩში სხვა კალათბურთელებთან ერთად უხვი ქულებით გამორჩეული  აკაკი დვალიშვილი, ჯონათან ლი და გუნდის კაპიტანი  გიორგი ბარბაქაძე ითამაშებენ. 

ცნობისთვის, ცენტრალური სატელევიო არხებით მატჩის პირდაპირი ტრანსილირება არ იგეგმება,  გულშემატკივრებს  ფინალური თამაშის ნახვა და გუნდის ქომაგობა ქუთაისის სპორტის სასახლეში შეეძლებათ. მატჩი დღეს 16. 30 წუთზე იწყება.

"ქუთაისი 2010" საქართველოს ჩემპიონია

ავტორი: ირინა მაკარიძე