ქუთაისი-არშემდგარი პოლიტიკური ცენტრი[VIDEO]
რამდენიმე დღით ქუთაისი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა, ჯერ ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამისილების ცნობისას, შემდეგ კი მთავრობის დამტკიცებისას საპარლამენტო ქალაქი მოვლენების ეპიცენტრში იყო.
ქუთაისში იმყოფებოდნენ მთავრობის, რელიგიური თუ არასამთავრობი ორგანიზაციების წარმომადგენლენი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საპარლამენტო ქალაქი პოლიტიკურ ცენტრად ვერ იქცა.
ოპოზიციის წარმომადგენლები სწორედ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულებას უკავშირებენ ქუთაისის საპარლამენტო სტატუსის დაკნინებას.
ოპონენტებს არ ეთანხმება ქუთაისის მერი, რომლის მტკიცებითაც ქუთაისი პოლიტიკური ცენტრი ვერ გახდებოდა, თუმცა არის რეგიონალური ცენტრი.
ვიდრე დეპუტატები პარლამენტის ბედს წყვეტენ, ქალაქი მისთვის გამომეტებულ სხვადასხვა პროექტებს „ებღაუჭება“. რომელიმე სტატუსს მიიღებს თუ არა ქალაქი, ჯერ-ჯერობით უცნობია. იქამდე კი საპარლამენტო ქალაქს მოუწევს არშემდგარი პოლიტიკური ცენტრის იმიჯის მორგება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი, ნესტან ჩაგელიშვილი