|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი დღეიდან 5 აგვისტოს ჩათვლით საჯარო ხელოვნების ფესტივალს მასპინძლობს

 24 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით ქუთაისი უმასპინძლებს საჯარო ხელოვნების ფესტივალს. ფესტივალის შექმნის იდეა, ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას უკავშირდება, რომელიც 2022 – 2023 წლებში მომზადდა ქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული EU4Culture პროექტის ფარგლებში.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით,  ფესტივალის პირველი ეტაპი სხვადასხვა შემოქმედებით დარგს მოიცავს, მათ შორისაა თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება, აუდიო-ვიზუალური და თანამედროვე ქორეოგრაფიის წარმოდგენები და ლიტერატურული ღონისძიებები ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამასათან ერთად, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბაით სხვადასხვა საჯარო სივრცეში იქნება წამოდგენილი 11 დღის განმავლობაში.

ლიტერატურა, ტექსტი და ზოგადად ამბის თხრობა წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენას, რადგან 2023 წელს ქუთაისი UNESCO-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელს სწორედ ლიტერატურის მიმართულებით შეუერთდა.

საჯარო ხელოვნების ფესტივალს ქუთაისის მერიასთან ერთად ახორციელებენ ორგანიზაციები „პლატფორმა ცვლილებებისათვის“ და „კულტურისა და მენეჯმენტის ლაბორატორია, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის EU4Culture ფარგლებში.

ავტორი: ნიუპრესი