ქუთაისი-გაენათის ეპარქიას იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს
ქუთაისი-გაენათის ეპარქიას იოანე გამრეკელი უხელმძღვანელებს. გადაწყვეტილება სინოდმა დღეს მიიღო.
თუ ვინ უხელმძღვანელებს ქუთაისი-გაენათის ეპარქიას ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო სხდომაზე. აღნიშნული ეპარქიის მეუფის კანდიდატურად, ასევე მოაიზრებოდა მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე.
ამ დროისთვის მეუფე იოანე გამრეკელთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
ეპარქიის მმართველის მოვალეობას იოანე გამრეკელი მეუფე კალისტატეს გარდაცვალების შემდეგ ასრულებდა.
ეპისკოპოსი იოანე გამრეკელი 2009 წლის 1 ნოემბრიდან რუსთავის მიტროპოლიტი იყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:08
12:18
19:09
















