|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი "განსაკუთრებული ქალაქის" სტატუსს საჭიროებს" - ომარ ნიშნიანიძე

ქუთაისის მერიაში გვირილობასთან  დაკავშირებით ოფიციალური მიღება იმართება. ადგილობრივი თვითმმართველობისა და გუბერნიის  წარმომადგენლები 17 ქვეყნის დელეგაციას მასპინძლობენ. მათ დღევანდელი დღის მნიშვნელობასა და გვირილობის ტრადიციასთნ დაკავშირებით სტუმრებს ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე იმყოფება საქართველოს პარლამენტის წევრი უმრავლესობიდან ომარ ნიშნიანიძე. მისი განცხადებით, ქუთაისს, გარდა იმისა, რომ საპარლამენტო ქალაქია, კიდევ სჭირდება სხვა სტატუსი. მისი თქმით, ის პარლამენტის წინაშე დააყენებს საკანონმდებლო ინიციატივას, ქუთაისისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ.

"თავისი წარსულიდან, დღევანდელობიდან და მომავლის პერსპექტივიდან გამომდინარე, ქუთაისი ღირსია განსაკუთრებული ქალაქის სტატუსი ქონდეს",- განაცხადა ნიშნიანიძემ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი