ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ქუთაისი-ლენტეხი-უშგულის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის პრობლემები რჩება ლენტეხის რამდენიმე სოფელში. სტიქიამ დააზიანა ორი სოფლის-ჩუკურისა და ნაკიშერის დამაკავშირებელი ხიდი, რის გამოც სოფლებთან დამაკავშირებელი პირდაპირი გზა აღარ არსებობს.
ასევე, გარესამყაროს მოწყვეტილად ითვლება სოფელი ბავარი. რთული პირობების მიუხედავად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დროულად მოახდინა შესაბამისი ტექნიკის მობილიზება.
სტიქიის ზონაში მოსახლეობასთან კომუნიკაციაში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. შექმნილია საგანგებო შტაბი, მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
წუხელ, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. გადაადგილების პრობლემა შეექმნათ ტურისტებსაც, მალე მოხდა მათი უსაფრთხო ადგილას გაყვანა.
ავტორი: