ქუთაისი ლიანა ისაკაძის სახელობის კონკურსს უმასპინძლებს
ქუთაისი ლიანა ისაკაძის სახელობის ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საორკესტრო საკრავების I საერთაშორისო კონკურსს უმასპინძლებს.
კონკურსი 23 დან 27 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის №2 სამუსიკო სკოლაში ჩატარდება.
მისი მიზანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ სიმებიან და ჩასაბერ საკრავებზე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოს-შემსულებელთა შესაძლებლობების წარმოჩენა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული კონკურსანტების გამოვლენა და სტიმულირება.
დამფუძნებელი და ორგანიზატორია ა(ა)იპ “არტ-ვირტუოზი”, ხოლო გენერალური სპონსორია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია.
კონკურსანტებს შეაფასებს, როგორც ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული საერთაშორისო დონის მუსიკოსები.
ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ქუთაისს, როგორც ქალაქს, რომელიც ღიაა საერთაშორისო კულტურული ღონისძიებებისთვის.
ავტორი: ნიუპრესი