"ქუთაისი ტურისტებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და სანახაობრივი იქნება"
ქუთაისი ტურისტებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და სანახაობრივი იქნება, - აცხადებენ ქუთაისის მერიაში ოპოზიციის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად პრემიერის ინიციატივა საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროებისა და რკინიგზის მოწყობის შესახებ ქუთაისსს ტურიზმიდან შემოსავალს დაუკარგავს.
მერიაში პირობას დებენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქუთაისის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად.
,,ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ქუთაისი ტურისტებისთვის იყოს საინტერესო, მიმზიდველი და სანახაობრივი. ტურისტი, რომელიც ჩამოვა ქუთაისის აეროპორტში, არ წავა ქუთაისის ნახვის გარეშე. ასევე ქალაქს სტაბილური სატრანსპორტო კავშირი უნდა ჰქონდეს რკინიგზის სადგურთან, რათა იქიდან ჩამოსული ტურისტი თავისუფლად მოხვდეს ქუთაისში," - განაცხადეს ქუთაისის მერიაში.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ტურისტული ცენტრი და სარკინიგზო ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყოს. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილმა და ოპოზიციამ განაცხადა, რომ ამით ქუთაისის ტურიზმიდან მნიშვნელოვან შემოსავალს დაკარგავს, რადგან ქუთაისში შემომსვლელი ტურისტების რიცხვი შემცირდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე