"ქუთაისი 2010"-ის ბიუჯეტი მცირდება
ქუთაისის საკალათბურთო გუნდის 2018 წლის ბიუჯეტი 800 000 ლარი იქნება. ბიუჯეტის პროექტში გუნდისთვის მილიონი ლარი იყო განსაზღვრული, თუმცა როგორც ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ განაცხადა, განსაზღვრულ მილიონ ლარს 200 ათასი ლარი მოაკლდა.
უგულავას თქმით, უკეთესი იქნება, თუ ქუთაისის გუნდში უფრო მეტი ქუთაისელი ითამაშებს და მათ მისცემენ ხელფასს, ვიდრე ლეგიონერებს, რომლებიც, მისივე თქმით, მრავლად არიან ქუთაისის გუნდში.
"ქუთაისი 2010"-ს მეხუთე მოწვევის ბოლო საკრებულოს სხდომაზე დაფინანსება 60 000 ლარით გაეზარდა.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა