|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე 91-ე კმ-ზე  დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზაზე მოძრაობა შეფერხებულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. 


ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი