|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდება

ქუთაისის #17 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. სკოლის დირექტორმა ირინე ჯგერენაიამ "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რომ სკოლის რეაბილიტაცია "მილენიუმის" პროგრამის ფარგლებში აშშ-ს მიერ სრული დაფინანსებით მოხდება.

"აშშ-ს დაფინანსებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ორშაბათს ველოდებით სტუმრებს, მოხდება პროექტის პრეზენტაცია. ეს ითვალისწინებს, როგორც შენობის რეაბილიტაციას, ასევე სავარაუდოდ, ინვენტარიზაციასაც"-განაცხადა ირინე ჯგერენაიამ.

მისივე თქმით, სამუშაოები დაახლოებით 2018 წლის აპრილში დაიწყება და 2019 წლის იანვარში დასრულდება. ამ დროისთვის ბავშვები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ კერძო და საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.  17-ე საჯარო სკოლაში 1350 მოსწავლემდე ირიცხება. სკოლა ერთ-ერთი წარმატებულია ქუთაისში. მისი ფასადის რეაბილიტაცია გასულ წელს მოხდა. 

 

 

ქუთაისში სკოლის ფასადის რეაბილიტაციისთვის 117 000 ლარი დაიხარჯა

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 66.67%
არა - 33.33%
არ ვიცი - 0%
სულ - 15 ხმა