ქუთაისის 2022 წლის ბიუჯეტი 90 მილიონ ლარამდე განისაზღვრა
ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განიხილეს. პროექტის თანახმად, ქუთაისის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 29 მილიონით გაიზარდა და 89 მილიონ 876 ათას ლარს შეადგენს.
საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, ამირან კოპალეიშვილი უძღვებოდა. მისი განცხადებით, ბიუჯეტის პარამეტრები მიმართულია ქალაქის განვითარებასა და იმ საჭიროებების მოგვარებაზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
მომდევნო წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტად კვლავ ინფრასტრუქტურული საკითხები და მმართველობის დაფინანსება რჩება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




14:45
15:50
13:51
14:46
10:52
















