ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა
ქუთაისის საკრებულომ მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი ქუთაისის მერის მოადგილემ დავით ნიშნიანიძემ წარადგინა.
სხდომას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურების ხელმძღვანელები.
ქუთაისის 2026 წლის ბიუჯეტმა 125 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტზე 8 მილიონი ლარით მეტია.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის პრიორიტეტებად კვლავ რჩება სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურული პროექტები, კულტურის, განათლებისა და სპორტის პროგრამების მხარდაჭერა.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





15:35
12:39
15:45
20:24
20:21
















