ქუთაისის # 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა
ქუთაისის # 26-ე საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კომისიის წევრმა საარჩევნო უბანი დატოვა და ეზოში გავიდა.
აღნიშნული „თავისუფალი ზონის“ წევრმა მირიან დეისაძემ გააპროტესტა. მისი თქმით, ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევაა.
„#26-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრმა შენობა დატოვა და ეზოში გავიდა, სადაც "ქართული ოცნების" კოორდინატორებთან საუბრობდა",-განაცხადა დეისაძემ.
აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა საჩივრის ოქმი.
შეგახსენებთ, ამავე უბანზე ხმაური და დაპირისპირება დაფიქსირდა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა



19:33
12:47
14:20
11:35
17:49
















