|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო

ქუთაისის 32-ე საჯარო სკოლაში სწავლა პირველ ოქტომბრამდე გადაიდო. მიზეზი სკოლის საქმეთა მმართველის დაინფიცირება გახდა. 60 წლის ქალს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, მისი კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან.

სკოლის დირექტორის მოადგილის ნათია ხაზარაძის ინფორმაციით, ინფიცირებულ ქალს თითქმის ყველა თანამშრომელთან ქონდა კონტაქტი, ამიტომ 54 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია, მათ ანალიზები აუღეს და პასუხს ელოდებიან.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებული ქალის ერთ კონტაქტს აღმოაჩნდა კორონავირუსი, ის კლინიკაში გადაყავთ. ამ დროისთვის უცნობია, არის თუ არა ის 32-ე სკოლის თანამშრომელი.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა