|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანაშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს, კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის 32-ე სკოლის 21 თანამშრომელს, მათ შორის დირექტორს და მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა. პასუხი ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ინფორმაციას ადასტურებს სკოლის დირექტორის მოადგილე ნათია ხაზარაძე. მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილი ამ დროისთვის სკოლაში იმყოფება. ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებს ელოდებიან. ნათია ხაზარაძის თქმით, არ იციან ჯერ, სად გადაიყვანენ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სიმპტომი არავის აქვთ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა