|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

სასწავლო პროცესი ქუთაისში კიდევ ერთ საჯარო სკოლაში შეწყდა. ახალი კორონავირუსული ინფექცია ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეს დაუდასტურდა.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მაია ცქიტიშვილის თქმით, ინფიცირებული მოსწავლე სკოლაში არ დადიოდა, თუმცა სწავლის დაწყების წინ ადგილზე წიგნების გასატანად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ქუთაისში კორონავირუსილი ინფექცია ქალაქის სამი საჯარო და ერთი კერძო სკოლის 4 მოსწავლეს დაუდგინდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა