"ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა უვადოდ გადადო"
"ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიამ საჩივრების განხილვა უვადოდ გადადო"-ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ.
მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ დღეს საჩივრების განხილვის ბოლო ვადაა, თუმცა საოლქომ განხილვა გადადო.
ორგანიზაციის წარმომადგენელი გია თევდორაძე მომხდარს ხმების არასწორ დათვლას უკავშირებს.
მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა, ოქმები გადაიწერა, თუმცა საოლქომ საბოლოო შედეგი ამ დრომდე ვერ გამოაქვეყნა.
მათი ინფორმაციით, ქუთაისში არსებული უბნების თითქმის ყველა ოქმი დაუბალანსებელია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა