ქუთაისის აეროპორტი რეკორდული რაოდენობის მგზავრს და რეისს მოემსახურა
2024 წელს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი არსებობის მანძილზე ყველაზე მეტ, 1,722,809 მგზავრსა და 5,078 რეისს მოემსახურა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუთაისში წინა წელთან შედარებით მგზავრთნაკადი კი 3%-ით და რეისების რაოდენობა 1%-ით გაიზარდა. (2023 წელი -1,671,306 მგზავრი, 5041 -რეისი).
საერთო ჯამში, საქართველოს აეროპორტები 2024 წელს 7 მილიონ 400 ათასზე მეტ მგზავრს და 31,937 რეისს მოემსახურნენ. ამ მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის რაოდენობა 24 %-ით, ხოლო რეისების რაოდენობა - 25 %-ით გაიზარდა. (2023 წელი - 5,986,754 მგზავრი, 25,607 რეისი).
ავტორი: