ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის 5 მიმართულებით რეგულარული ფრენები დაემატა
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში 17 მაისიდან ოპერირებას Wizz air-ის მეორე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვიზეარის მგზავრთნაკადმა– 223,656 შეადგინა, ხოლო 2018 წლის ოთხი თვის მონაცემებით ქუთაისის აეროპორტში ავიკომპანია Wizz air-ის რეისებით - 111,810 მგზავრმა ისარგებლა.
ვიზეარის პირველი ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2016 წლის სექტემბერში გაიხსნა.
ავტორი: ნიუპრესი