ქუთაისის აეროპორტის რეაბილიტაციის გამო ფრენები თბილისიდან შესრულდება
ქუთაისის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის გეგმიური რეაბილიტაცია დაიწყო. რეაბილიტაციის პერიოდში, 2 კვირის განმავლობაში, ფრენები თბილისის აეროპორტიდან შესრულდება.
2022 წლის იანვარ-სექტემბერში სამი საერთაშორისო აეროპორტიდან ქუთაისის საერთაშორო აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია. რეისების მატებასთან ერთად, ფრენების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ასაფრენი დასაფრენი ზოლის გეგმიური სარემონტო სამუშაოების განხორციელება.
რეაბილიტაციის ფარგლებში, მოხდება საძირკვლის გამაგრების და ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ასფალტის საფარის გადაგების სამუშაოები.
რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტია 8 მლნ ლარი, რომელსაც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორი კომპანია - საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საკუთარი შემოსავლებიდან ფარავს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ბლექ სი ახორციელებს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა