|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნივთების შეტანა აღკვეთეს

ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, - ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. 
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 399 ლარი შეადგინა.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“, კანონდარღვევის 4 ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების, როგორც ფიზიკური ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 174 გრამი არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და მონეტები აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 42 399 ლარი შეეფარდათ", - აცხადებს შემოსავლების სამსახური.

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა